ჩვენ შესახებ

სახელწოდება ღვინის ქურდები ქართველი კლასიკოსი მწერლის შიო არაგვისპირელის ნაწარმოებიდან და ამავე სახელწოდების ფილმიდან იღებს სათავეს. მისი სიუჟეტის მიხედვით რამდენიმე ყალთაბანდი მწყემსი, მეღვინე ელიბოს მარანში შეიპარება და იქვე გამართავენ ქეიფს. ხმაურზე ელიბოს გაეღვიძება, თუმცა ნასვამი ღვინის ქურდების სიმღერა იმდენად მოეწონება რომ ისიც ქეიფს შეუერთდება.

ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

კომპანიის შექმნის იდეა რამდენიმე ღვინის მოყვარულ მეგობარს გაუჩნდა. დღეისთვის ბრენდის ქვეშ გაერთიანებულია საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, მეტწილად კახეთში დაყენებული უმაღლესი ხარისხის ღვინოები. ღვინის ქურდების ფილსოფიაა, წარმოაჩინოს მცირე საოჯახო ნატურალური მეღვინეობების საუკეთესო მხარე და მოახდინოს ტრადიციული, ნატურალური ღვინის პოპულარიზაცია მსოფლიოს ყველაზე მაღალკონკურენტულ ბაზრებზე. სწორედ ამიტომ, ღვინის ქურდებმა დაარსების დღიდანვე უარი თქვა რუსეთის ბაზარზე.

ჩვენი ღვინო წარმატებით იყიდება როგორც თბილისის საუკეთესო ღვინის მაღაზიებში, ასევე ნორვეგიაში, საფრანგეთში და ავსტრიაში. უახლოეს მომავალში კომპანია საექსპორტო არეალის გაფართოებას გეგმავს,  ამერიკის შეერთებული შტატების, ბალტიის ქვეყნების და კორეის მიმართულებით.

ჩვენ შესახებ