ჩვენ შესახებ
სახელწოდება ღვინის ქურდები ქართველი კლასიკოსი მწერლის შიო არაგვისპირელის ნაწარმოებიდან და ამავე სახელწოდების ფილმიდან იღებს სათავეს. მისი სიუჟეტის მიხედვით რამდენიმე ყალთაბანდი მწყემსი, მეღვინე ელიბოს მარანში შეიპარება და იქვე გამართავენ ქეიფს. ხმაურზე ელიბოს გაეღვიძება, თუმცა ნასვამი ღვინის ქურდების სიმღერა იმდენად მოეწონება რომ ისიც ქეიფს შეუერთდება. კომპანიის შექმნის იდეა რამდენიმე ღვინის მოყვარულ მეგობარს გაუჩნდა. დღეისთვის ბრენდის ქვეშ გაერთიანებულია საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, მეტწილად კახეთში დაყენებული უმაღლესი ხარისხის ღვინოები. კომპანიის ფილსოფიაა, მოახდინოს ქართული ტრადიციული ღვინის პოპულარიზაცია მსოფლიოს ყველაზე მაღალკონკურენტულ ბაზრებზე. სწორედ ამიტომ, ღვინის ქურდებმა დაარსების დღიდანვე უარი თქვა რუსეთის ბაზარზე. ჩვენი ღვინო წარმატებით იყიდება როგორც თბილისის საუკეთესო ღვინის მაღაზიებში, ასევე საფრანგეთსა და ნორვეგიაში. უახლოეს მომავალში კომპანია საექსპორტო არეალის გაფართოებას გეგმავს, პოლონეთის, დიდი ბრიტანეთის და ამერიკის მიმართულებით.