
საფერავი
2020
- რეგიონი: სოფელი გავაზი, ყვარელი, კახეთი
- ფერი: წითელი
- ტიპი: მშრალი
- ყურძნის ჯიში: საფერავი
- დაყენების მეთოდი: ქვევრი
- წელი: 2020
საფერავი წითელი ქართული ვაზის მთავარი ჯიშია და მას ყველაზე კარგად იცნობენ მსოფლიოში. საფერავისთვის დამახასიათებელი მჟავიანობა და ენერგიული გემო მას წითელი ღვინის ეტალონად აქცევს. საფერავის მთავარი ღირსება ამ ენერგიულობასთან ერთად მძლავრი ტანინები და სისავსეა. ზოგიერთი მათგანი ძალზე დიდხანს შეიძლება დაძველდეს. ეს ქვევრის ტრადიციული წითელი მშრალი ღვინო ყვარლის ზონიდანაა, კერძოდ, გავაზიდან. ალუბლისფერია და მასში შავი ხილისა და კენკრის გარდა, წითელ ხილსაც იგრძნობთ, ასევე მცირედ ტკბილ სანელებლებს. ჩამოყალიბებული, რბილი ტანინების მქონე ღვინოა, ხანგრძლივი დაბოლოებით.
კერძის შეხამება: რა თქმა უნდა საფერავი პირველ რიგში ხორცის ღვინოა, მათ შორის ნანადირევისაც, თუმცა შემწვარი ბოსტნეული ან ამოლესილი ლობიოც ბრწყინვალე მეწყვილეა საფერავისთვის.