
მწვანე
2022
- რეგიონი: ოჟიოს ზვრები, ახმეტა, კახეთი
- ფერი: თეთრი
- ტიპი: მშრალი
- ყურძნის ჯიში: მწვანე
- დაყენების მეთოდი: ევროპული
- წელი: 2022
მწვანე კახური ალბათ ვაზის ყველაზე არომატული ქართული ჯიშია და სწორედ ამიტომაც იგი იდეალურია კლასიკური წესით დაყენებული თეთრი ღვინოებისთვის. მწვანე კახური კახეთის მთელს რეგიონშია გავრცელებული, გარე კახეთსა და მთელს შიდა კახეთში, არსებობს რამდენიმე ადგილწარმოშობის დასახელებაც, სადაც მწვანე კახურიდან აყენებენ ღვინოს, თუმცა ყველასგან განსხვავებულია ახმეტური მწვანე. ჩვენი ღვინოც ახმეტიდანაა, სოფ. ოჟიოდან. მომწვანო-ჩალისფერი ღვინოა, ყვავილოვანი და თეთრი ხილის არომატებით გამოირჩევა (ხილის ყვავილები, თეთრი ატამი), იგრძნობთ მცირედ ციტრუსის ტონებსაც. მაღალმჟავიანი, ენერგიული და ხალისიანი ღვინოა, სიბსუბუქით გამოირჩევა.
კერძის შეხამება: მწვანე კახურიდან დაყენებული კლასიკურ ღვინოზე საუკეთესო მისაყოლებელია მოხარშული და შემწვარი თევზი, ზღის პროდუქტები, მოხარშული ქართმის ხორცის, სხვადასხვა სალათა (მათ შორის ციტრუსებით), იმერული ხაჭაპური.