ქისი
2021
- რეგიონი: ოჟიოს ზვრები, ახმეტა, კახეთი
- ფერი: ქარვისფერი
- ტიპი: მშრალი
- ყურძნის ჯიში: ქისი
- დაყენების მეთოდი: ქვევრი
- წელი: 2021
ქისი ბოლო ათწლეულის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ჯიშური აღმოჩენაა. იგი უკვე მთელს კახეთშია გაშენებული, თუმცა ძირითადად მაინც ახმეტის რაიონის სოფლებში გვხვდება. ჩვენი ღვინოც ახმეტური ქისიდანაა დაყენებული, სოფელ ოჟიოში დაკრეფილი ყურძნიდან. ქვევრის ქარვისფერი ტრადიციული კახური ღვინოა, მოოქროსფრო-ქარვისფერი. მოტკბო პირველი სურნელები აქვს, სადაც ტროპიკული ხილის და ჩირის (მაგ. ბანანის ჩირის) ტონებს იგრძნობთ. რბილი, ჩამოყალიბებული ღვინოა, მსუბუქი ტანინებითა და სასიამოვნო მჟავიანობით. სულ ახალახანს ჩვენმა ქისმა ბრინჯაოს მედალი (89 ქულა) მოიპოვა Decanter 2023-ზე.
კერძის შეხამება: პირველ რიგში აღმოსავლეთ საქართველოს სამზარეულო უნდა გავითვალისწინოთ, სადაც ბევრი ხორცი იგულისხმება: ხაშლამა, ჩაქაფული, ჩაშუშულები. კარგია შემწვარ წიწილთან, საცივთან. იხდენს ნიგვზიან და შეკმაზულ კერძებსაც.