ცოლიკოური

ცოლიკოური

2021

  • რეგიონი: ობჩა, ბაღდათი
  • ფერი: თეთრი
  • ტიპი: მშრალი
  • ყურძნის ჯიში: ცოლიკოური
  • დაყენების მეთოდი: ევროპული
  • წელი: 2021

ცოლიკოური დასავლურ-ქართული თეთრი ღვინოების წინამძღოლია. ეს ჯიში მესამეა გავრცელებით მთელს ქვეყანაში და მისგან საქართველოს 5 რეგიონში აყენებენ საუკეთესო ღვინოებს (იმერეთი, გურია, სამეგრელო, აჭარა, აფხაზეთი). „ღვინის ქურდების“ ცოლიკოური ამ ჯიშის საუკეთესო ტერუარიდანაა, ბაღდათის რაიონის სოფ. ობჩადან. ღვინო კლასიკური წესითაა დაყენებული, მოოქროსფრო-ჩალისფერია და გამოკვეთილი, მოტკბო პირველი სურნელები აქვს, სადაც მწიფე მსხლის, მწიფე ყვითელი ტყემლისა და მანდარინის ჩირის ტონებს იგრძნობთ. მძლავრი, ენერგიული ღვინოა, სხეულიანი, მაღალი მჟავიანობითა და ხანგრძლივი დაბოლოებით.

კერძის შეხამება: ცოლიკოური დასავლეთ საქართველოს სამზარეულოს უნდა შევუხამოთ, პირველ რიგში კი იმერულს, რომელიც ბევრ სანელებელს გულისხმობს. ეს ღვინო ძმრით შეგემებულ კერძებთანაც კარგად მიდის. საუკეთესოა თევზთან, ხაჭაპურთან, მოხარშულ დედალთან, ფხალეულთან.

 

მსგავსი პროდუქცია