საფერავი

საფერავი

2021

  • საფერავი
  • საფერავი
  • რეგიონი: ოჟიოს ზვრები, ახმეტა, კახეთი
  • ფერი: წითელი
  • ტიპი: მშრალი
  • ყურძნის ჯიში: საფერავი
  • დაყენების მეთოდი: ქვევრი
  • წელი: 2021

კახეთს მდინარე ალაზანი ჰყოფს შუაზე და ორ სხვადასხვა ნაპირზე გაშენებული საფერავები საკმაოდ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ეს მარჯვენა ნაპირის საფერავია, ახმეტური, ქვევრში დაყენებული, ტრადიციული წესით. საკმაოდ ძლიერი და მაღალალკოჰოლიანია (14%). ამ ალუბლისფერ ღვინოში შავი ხილისა და კენკრის შერწყმული არომატი ჩანს პირველ რიგში, სადაც მწიფე ღოღნაშო და მაყვალი გამოდის წინა პლანზე. საგრძნობი ტანინების მქონე სხეულიანი ღვინოა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ძალზე ახალგაზრდაა, რბილი და გაწონასწორებული ეთქმის. ეს ქვევრის საუცხოო საფერავი, Decanter 2023-ზე ოქროს მედალი (95 ქულა) მოიპოვა, ხოლო, ცოტა ხნის წინ, IWSC 2023-ზე ღვინო საპატიო ვერცხლის მედლით იქნა დაჯილდოებული.

კერძის შეხამება: საფერავი პირველ რიგში ხორცის ღვინოა, სტეიკი, მწვადი, ნანადირევი, შემწვარი ფრინველი. თუმცა შემწვარი ბოსტნეული ან ამოლესილი ლობიოც ბრწყინვალე მეწყვილეა საფერავისთვის.

მსგავსი პროდუქცია