
რქაწითელი
2020
- რეგიონი: წარაფი, კარდენახი
- ფერი: ქარვისფერი
- ტიპი: მშრალი
- ყურძნის ჯიში: რქაწითელი
- დაყენების მეთოდი: ქვევრი
- წელი: 2020
ქვევრის ქარვისფერი, ტრადიციული, ჭაჭაზე დავარგებული ღვინო ქართული ღვინის კულტურის უმთავრესი მონაპოვარია, მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავი კი რქაწითელია. რქაწითელი ქართულ ვაზებს შორის ყველაზე გავრცელებული და ცნობადი ჯიშია. ეს ღვინო კახური მეთოდით დაყენებული ღვინის კლასიკაა, რადგან კარდენახის წარაფებში დაკრეფილი რქაწითლიდანაა მიღებული. მუქი ქარვისფერია და სხვა მოტკბო სურნელებთან ერთად, პირველ რიგში, ხურმის ჩირის და თეთრი ბლის მურაბის გემოებია გამოსარჩევი. სხეულიანი, რბილი, ჩამოყალიბებული ღვინოა, მჟავიანობისა და სრულად დამრგვალებული ტანინების კარგი შერწყმით, ხანგრძლივი დაბოლოებით. ეს გამორჩეული ქარვისფერი ღვინო, IWSC 2023-ის მედალოსანი, 2019 წლის მოსავლის რქაწითლის ღირსეული მემკვიდრეა.
კერძის შეხამება: ქვევრის რქაწითელთან, პირველ რიგში, აღმოსავლეთ საქართველოს სამზარეულო მოიაზრება, რაც ხორცის მრავალფეროვან კერძებს გულისხმობს: ხაშლამა, ჩაქაფული, ჩაშუშულები. ასევე კარგია შემწვარ წიწილთან, იხდენს ნიგვზიან და შეკმაზულ კერძებსაც.