
Rosé
2021
- რეგიონი: ოჟიოს ზვრები, ახმეტა, კახეთი
- ფერი: როზე
- ტიპი: მშრალი
- ყურძნის ჯიში: მწვანე; საფერავი
- დაყენების მეთოდი: კლასიკური/ქვევრი
- წელი: 2021
ამ სტილის Rosé-ები (ევროპული და ქვევრის მეთოდით დაყენებული ღვინოების კომბინაცია) არც ისე ხშირია საქართველოში და იგი განსაკუთრებული სიხალასით გამოირჩევა. ეს ღვინო ორ უმნიშვნელოვანეს კახურ ვაზის ჯიშს აერთიანებს, მწვანე კახურს და ძალზე მცირე რაოდენობით საფერავს. ქვევრის საფერავის სულ მცირე რაოდენობაც კი ძალზე უცვლის სურნელსა და არომატს მწვანედან დაყენებულ კლასიკურ ღვინოს. ორივე ყურძენი ახმეტაში, სოფ. ოჟიოშია მოყვანილი, მკრთალი ვარდისფერია, თავიდანვე იგრძნობთ თეთრი მარწყვის ტონებს, რომელიც შემდეგ ციტრუსების და ყვავილოვანი არომატებით ივსება. თხელი, მსუბუქი საზაფხულო ღვინოა, მაღალმჟავიანი.
კერძის შეხამება: ისევე, როგორც სხვა კლასიკური მშრალი როზეები, ეს ღვინოც ბევრ კერძს მოიხდენს, მაგ. პაშტეტებს, ორაგულს, მსუბუქ სალათებს, ხილეულსაც კი.